პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სირთულეები

22  თებერვალს, 19:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა მარი თავბერიძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე: პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სირთულეები.

სიუჟეტში:

  • მოისმენთ აბიტურიენტების მოსაზრებებს,  როგორ  იღებენ  გადაწყვეტილებას  პროფესიის  არჩევასთან დაკავშირებით;
  • გაიგებთ როგორი  ვითარებაა ამ  მხრივ აჭარის  სხვადასხვა სოფელში;
  • იხილავთ არასამთავრობო  ორგანიზაცია  Saorsa – საორსას  ხელმძღვანელის კომენტარს, რომელიც საუბრობს როგორ ეხმარება ახალგაზრდებს  სწორი არჩევანის გაკეთებაში.

გადაცემა მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.