ერთი წლის ანგარიში

პროექტი “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში”  დაიწყო 2018 წლის  1 მარტიდან და გრძელდებოდა  2019 წლის თებერვლის ბოლომდე.

პროეტის მიზანი

✅   აჭარის მუნიციპალიტეტებში (ქალაქ ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის დაა ხულო)  სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების კულტურულ თავისებურებების წარმოჩენა / პოპულარიზაცია.

✅ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ინტეგრაცია თანამედროვე სოციუმში.

პროექტის ამოცანები

✅ ტრადიციული და ახალი მედიის (სოციალური მედია) მიერ მომზადებული რადიო გადაცემების და  სიუჟეტების, ქართულ საზოგადოებაში ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თავისებურებების და თვითმყოფადობის  წარმოჩენა;

✅ პერფომანსების და საჯარო აქციების მეშვეობით ეროვნულ  უმცირესობათა კულტურული  გააქტიურების ხელშეწყობა და ეროვნულ უმცირესობათა ტრადიციების, კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობის  ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:

👉  “ტოლერანტთა კლუბი”- კლუბში გაწევრიანებულია  45 მოხალისე, კლუბის ფარგლებში  განხორციელდა 55 ტრენინგი და  სასწავლო ვიზიტი;

👉 მულტიკულტურული ბენდი “ერთად” –   სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხელოვანებს საშუალება მიეცათ  ერთად დაემუშავებინათ ეროვნული მუსიკალური კომპოზიციები, რის შედეგად  შეიქმნა  30 წუთიანი მუსიკა (თანამედროვე  მუსიკალური და ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით) – სადაც გამოკვეთილია ეთნიკური ჰარმონიები და  ტრადიციები. ბენდმა  “ერთად” განახორციელა, აჭარის მუნიციპალიტეტის  (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი)  10 სოფელში 10 პერფომანსი.

👉  რადიო პროექტი “მთვარის კლუბი” –  პროექტის ფარგლებში 10 რადიო გადაცემა მომზადდა, რომლის სტუმრებიც იყვნენ ეთნიკური უმცირესობეის წარმომაფგენლები;

👉  სტრიტ არტი – აჭარის 5  მუნიციპალიტეტში მოიხატა საჯარო სივრცე, სადაც განთავსდა  სთრით არტით შესრულებული კომპოზიციები.

👉 საჯარო აქცია – “ტოლერანტთა კლუბის” მოხალისეებმა განახორციელეს სამი საჯარო აქცია;

👉 მულტიმედია სტატია – batumelebi.ge-ზე გამოქვეყნდა ორი სტატია, რომელიც მომზადდა მულტიმედია ფორმატში. თითოეული  სტატია წარმოდგენილი  იყო  სამი კომპონენტისგან – ფოტო ამბავი, ტექსტური მასალა და ვიდეო მასალა.

👉კონფერენცია “რელიგია და ტოლერანტობა” –  დისკუსიის მოდერატორი იყო ეთერ თურაძე, გაზეთ “ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი; დისკუსიის მომხსენებლები: – არარატ გუმბალიანი, სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელი, რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი,  პადრე გაბრიელე ბრაგანტინი, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ვიკარი, ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ეთო გვრიტიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი,დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია;

👉ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი – 2018 წლის 31 ივლისს ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართა ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყო „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იყო მათი ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი, სხვადასხვა  ნივთები და საგნები.  იმპროვიზებულ სცენაზე  გაიმართა კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს  ქალაქ ბათუმში მოღვაწე ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლებმა, მუსიკალურმა ჯგუფებმა და მომღერლებმა.

👉 ვიდეო-რგოლი – პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ვიდეო რგოლი. 1. მომზადდა  ვიდეოგრაფიკა, რომელიც   შექმნილი მუსიკალური კომპოზიციის  ფონზე ასახავს ეროვნული უმცირესოებების კულტურულ  თავისებურებებს.  2. ვიდეო, თემაზე: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;

👉 სატელევიზიო ეთერი – აჭარის საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა 6 სატელევიზიო ეთერი დაუთმო პროექტის აქტივობებს;

 

პროექტის “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით.