ტოლერანტობა და მრავალფეროვნება

“ტოლერანტთა კლუბის” წევრებმა, ლიზა ანთაძემ და სოფიო ძირკვაძემ, პროექტის “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-რგოლი თემაზე: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება.

საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და შესაბამისად, ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებები და ტრადიციები მნიშვნელოვნად ალამაზებს და აძლიერებს ქართულ კულტურას. ქვეყანაში მცხოვრებმა ეროვნულმა, რელიგიურმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლში ჩვენი რესპონდენტებისგან თქვენ მოისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტოლერანტული განწყობები და რა პოზიტივი მოაქვს მრავალფეროვან გარემოს.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

#ტოლერანტობა #მრავალფეროვნება

#ტოლერანტობა #მრავალფეროვნება"ტოლერანტთა კლუბის" წევრებმა, ლიზა ანთაძემ და სოფიო ძირკვაძემ, პროექტის "მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში" ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-რგოლი თემაზე: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება.საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და შესაბამისად, ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებები და ტრადიციები მნიშვნელოვნად ალამაზებს და აძლიერებს ქართულ კულტურას. ქვეყანაში მცხოვრებმა ეროვნულმა, რელიგიურმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლში ჩვენი რესპონდენტებისგან თქვენ მოისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტოლერანტული განწყობები და რა პოზიტივი მოაქვს მრავალფეროვან გარემოს. აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

Posted by თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists' House on ოთხშაბათი, 27 თებერვალი, 2019