მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში

27 თებერვალს, გადაცემა ჰეშთეგის  სტუმარი იყო, პროექტის “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” დირექტორი – ქეთი ადეიშვილი.    გადაცემაში ისაუბრეს შემდეგ თემებზე : 

  • 26 თებერვალს თავისუფალ სივრცეში მოეწყო უკრაინული დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდა, დამწყები მხატვრის – ოლგა კოროტკიხისა და ფოტოგრაფ – ელიზავეტა კრასენკოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 4 მარტის ჩათვლით. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ წარმოდგენილი ნამუშევრები, ხოლო 27 თებერვლიდან „მოხალისე მიმტანის“ სტატუსით მათ გაუმასპინძლდებათ ბათუმში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. გამოფენა გაგრძელდება 4 მარტის ჩათვლით;
  • პროექტის “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე;
  • “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” სამომავლო გეგმებზე;

პროექტს „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში,  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.