სტუმრად რადიოვიზიაში

26 თებერვალს, რადიოვიზიის სტუმრები იყვნენ პროექტის “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” დირექტორი – ქეთი ადეიშვილი და უკრაინელი დიასპორის წარმომადგენელი, დამწყები მხატვარი, ოლგა კოროტკიხი.

გადაცემაში ისაუბრეს პროექტის  ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა მულტიკულტურული ბენდი “ერთად”, რომლის მიზანი იყო მულტიკულტურული კომპოზიციის პოპულარიზაცია აჭარის მაშტაბით. გარდა ამისა აჭარის 5 მუნიციპალიტეტში კონკურსის წესით შერჩეულმა მხატვარმა, მათ შორის ოლგა კოროტკიხმა, “სთრით არტის” ფარგლებში მოხატა საჯარო სივრცე.

ფუნქციონირებდა “ტოლერანტთა კლუბი”, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები ახორციელებდნენ მრავალფეროვან აქტივობებს. “მთვარის კლუბის” ეთერში გავიდა 10 გადაცემა და 31 ივლისს პროექტის ფარგლებში მოეწყო ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. 26 თებერვალს თავისუფალ სივრცეში გაიხნსა   უკრაინული დიასპორის წარმომადგენლის ახალგაზრდა, დამწყები მხატვრის – ოლგა კოროტკიხისა და ფოტოგრაფ – ელიზავეტა კრასენკოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 4 მარტის ჩათვლით. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ წარმოდგენილი ნამუშევრები, ხოლო 27 თებერვლიდან „მოხალისე მიმტანის“ სტატუსით მათ გაუმასპინძლდებათ ბათუმში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. გამოფენა გაგრძელდება 4 მარტის ჩათვლით;

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.