სკოლები მანდატურის და ფსიქოლოგის გარეშე

1 მარტს,19:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში მოხალისე-რეპორტიორმა მუხრან ზოიძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე:სკოლები მანდატურის და ფსიქოლოგის გარეშე.

სიუჟეტში ნახავთ:

  • ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის და ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს,რამდენად არის დაცული მათი სკოლები და გრძნობენ თუ არა მასწავლებლებისგან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
  • აღნიშნული სკოლების დირექტორსა და მასწავლებლებს,რომლებიც ისაუბრებენ თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგანან მოსწავლეები და როგორ ეხმარებიან მათ;
  • ვინ და როგორ ასრულებს მანდატურის მოვალეობებს

გადაცემა მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.