ინტერმუნიციპალური დისკუსია ოზურგეთის №1 საჯარო სკოლაში

26 თებერვალს, ოზურგეთის №1 საჯარო სკოლაში “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ინტერმუნიციპალური დისკუსია ჩავატარეთ. დისკუსიის თემას არჩევანის თავისუფლება წარმოადგენდა.

მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ პროფესიის არჩევის შესახებ, განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები თუ როგორ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. ვიმსჯელეთ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და შევთანხმდით რომ არ არსებობს ცალკეული პროფესია ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომ არჩევანი საკუთარი სურვილების, ინტერესებისა და მომავლის ხედვის მიხედვით უნდა გააკეთონ.

შეხვედრის პროცესში მონაწილეებს ვაჩვენეთ ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეების მიერ მომზადებული სიუჟეტები, მათ შორის პირველ ქართველ მთამსვლელ ქალზე – ალექსანდრა ჯაფარიძეზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამავე თემაზე კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა.

დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ აქ

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED].