მერისის  საჯარო სკოლასთან არსებული პანსიონი

7 მარტს   19:00 საათზე  გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა  მოხალისე-რეპორტიორმა    ლიზა ანთაძემ   წარადგინა  სიუჟეტი  თემაზე: მერისის  საჯარო სკოლასთან არსებული პანსიონი.

სიუჟეტში ფრიდონ  თურმანიძის  სახელობის  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლასთან   არსებული  პანსიონის  მდგომარეობის შესახებ მოგიყვებით.

თავადად მოსწავლეები საუბრობენ  მათ ყოველდღიურობაზე,  განრიგზე, სურვილებზე.

ამჟამად  პანსიონით 90 მოსწავლე სარგებლობს, თუმცა ის 130  მოსწავლეზეა გათვლილი. ბოლო პერიოდში   შემცირდა მოსწავლეთა  კონტიგენტი.    პანსიონის მომსახურებით სარგებლობს აჭარის მაღალმთიანი  სოფლების,  ბათუმის და ხელვაჩაურის  ახალგაზრდები.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.