გოგონათა მორაგბე გუნდი ფოთიდან

29 მარტს   19:00 საათზე  გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა   ლიზა ანთაძემ  წარადგინა  სიუჟეტი  თემაზე: გოგონათა მორაგბე გუნდი ფოთიდან. 

ფოთში არსებული გოგონათა რაგბის გუნდი უკვე ერთ წელზე მეტია რაც არსებობს.  გუნდში,  წევრების სიმცირის მიუხედავად ისინი, მაინც ასპარეზობენ  და წარმატებებს აღწევენ. მათი ყველაზე დიდი სურვილი  გუნდის  წევრების მატებაა, რათა უკეთ შეძლონ თავიანთი თავის წარმოჩენა.

გუნდის წევრები სიუჟეტში საუბრობენ:

  • მათთვის ამ სპორტის მნიშვნელობაზე;
  • პირობებზე;
  • განრიგზე;
  • წარმატებებსა და სურვილებზე.

თემის  სრული მიმოხილვა  იხილეთ მითითებულ  ბმულზე

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.