უხერხული გაკვეთილი

5 აპრილს,  გადაცემა ჰეშთეგის ეთერში, 19:00 საათზე, მოხალისე თამარ თურაძემ წარადგინა სიუჟეტი თემაზე: “უხერხული გაკვეთილი”.

ცნობილი ფაქტია, რომ  არაერთ სკოლაში მასწავლებლები სქესობრივ  აღზრდასთან დაკავშირებულ  გაკვეთილს არ ხსნიან და სხვა თემის გავლას იწყებენ.  სიუჟეტში ამ საკითხზე  კიდევ ერთხელ  ვისაუბრებთ და გაიგებთ რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემის სწავლება სკოლებში და  რატომ არ არის სკოლა დღეს ის სივრცე, სადაც ამ თემაზე ღიად შეიძლება საუბარი.

მოისმენთ, ერთი მხრივ – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორის,  ხოლო მეორე მხრივ, მიან-გინეკოლოგის მოსაზრებებს, რომელიც მოგვიყვება იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.