ინტერმუნიციპალური დისკუსია ზუგდიდში

4 აპრილს ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული არჩევანის თემაზე კიდევ ერთი დისკუსია გავმართეთ.

დისკუსიის ფორმატში მოსწავლეებთან ვსაუბრობდით პროფესიის არჩევის შესახებ, განვიხილავდით კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. ვმსჯელობდით საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე, რომელთა მიხედვითაც ხშირად პროფესიებს  ქალებისა და მამაკაცების სქესის მიხედვით ჰყოფენ. მონაწილეებს  ვესაუბრეთ  თუ რა მნიშვნელობა აქვს  არჩევანს საკუთარი სურვილების, ინტერესებისა და მომავლის ხედვის მიხედვით.

აქტივობა ხორცილდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] დაფინანსებით.