დისკუსია გეგელიძეების საჯარო სკოლაში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტს.
✔️ 28 მარტს, სტუდენტურ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ორგანიზაციის მოხალისემ- ანა ღოღობერიძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში ისაუბრა.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა დროს მომხდარი კონკრეტული ძალადობის ფაქტები, ისაუბრეს ძალადობის ფორმებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე, იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზეც. შეხვედრის მონაწილეებმა იხილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს ეხება. დისკუსიათა ციკლი იმართება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.🎥 ვიდეოში თქვენ მოისმენთ მოსწავლეების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

პროექტი ხორციელდება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.