დისკუსია წონიარისის საჯარო სკოლაში

10 აპრილს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” წევრმა სოფიო ქარცივაძემ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში ჩაატარა დისკუსია ადამიანის უფლება-მოვალეობების და ტრადიციების შესახებ.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

დისკუსიაზე განიხილეს: სამოქალაქო, ეკონომიკურ-სოციალური უფლებები, კერძოდ შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. ისაუბრეს ტრადიციებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ მოვალეობის შესრულებაზე.

აქტივობა ხორცილდება “სიტყვის თავისუფლების პროექტის” ფარგლებში, ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.