დისკუსია სოფელ ბოძაურში

12 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორს – ეთერ თურაძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორს – ლენა მამულაძეს, ის საკითხები გააცნეს რაც აწუხებთ.

შეხვედრაზე რამდენიმე საინტერესო და პრობლემური თემა გამოიკვეთა. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერში.

გამოქვეყნდა დისკუსიის ბეჭდვური ვერსიაც.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.