სტუდენტური დისკუსია სოფელ ბოძაურში

12 აპრილს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისემ- ხატია ტაკიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში დისკუსია ჩაატარა. 

საუბრის თემას “გამოხატვის თავისუფლება” წარმოადგენდა.

დისკუსიის პროცესში ისაუბრეს გამოხატვის თავისუფლების ისტორიაზე, ძირითად არსზე და გამოწვევებზე. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უფროსების მხრიდან თავიანთი აზრის უგულებელყოფაა. საუბრის ძირითადი ნაწილი სწორედ მათი მოსაზრებების მოსმენას, პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე საუბარს დავუთმეთ.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.