სტუდენტური დისკუსია სოფელ საჩინოში

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 40-ჯერ

18 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, ჩატარდა დისკუსია თემაზე: ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება”.

დისკუსიის მონაწილეებს, პროტესტის გამოხატვის მნიშვნელობაზე, სახეებსა და ფორმებზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” წევრი- ია ბაკურიძე ესაუბრა.

დისკუსიის დროს, განიხილეს ბოლო დროის, ყველაზე საინტერესო პროტესტის ფორმები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გამოთქვეს მოსაზრებები არასრულწლოვნებისთვის სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.”