დისკუსია სოფელ კვირიკეს მე-2 საჯარო სკოლაში

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 57-ჯერ

19 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მე-2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა დისკუსია თემაზე: ,,სიძულვილის ენა”. მას “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე – გუგა მგელაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს: სიძულვილის ენა, როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მახინჯ ფორმებს იღებს ქართულ კულტურაში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკა, რელიგია და სოციალური ქსელი. ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ საკითხის ანალიზი, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და მასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა იყო. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.