დისკუსია სოფელ ხელვაჩაურის საჯარო სკოლაში

22 აპრილს, სოფელ ხელვაჩაურის საჯარო სკოლაში, ჩატარდა სტუდენტური დისკუსია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო აქტივიზმი. დისკუსიას უძღვებოდა ორგანიზაციის მოხალისე – მონიკა მოლაშხია.

მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების ცნება, ძველი და ახლებური გაგების გააზრება. ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობაზე, განიხილეს  რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოებისთვის და როგორ შეიძლება ჩვენი მიკროგარემოს პოზიტიური ფორმირება.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.