26 აპრილს 19:00 საათზე, გადაცემა “ჰეშთეგში” მოხალისე რეპორტიორმა ლიზა ანთაძემ წარადგინა ვიდეორეკომენდაცია ნანა ექვთიმიშვილის წიგნის – “მსხლების მინდორი” შესახებ.
წიგნი მოგვითხრობს თბილისის სკოლა-პანსიონში მყოფი ბავშვების სოციალურ პრობლემებსა და უფლებებზე; მათი ყოველდღიურობის ისეთ დეტალებზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება და ინსტიტუციურ ხარვეზებს ეფუძნება.
ვიდეორეკომენდაცია მომზადებულია პროექტის – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში.