ეკო  კლუბი ჩაქვის № 1 საჯარო სკოლიდან

posted in: მულტიმედია | 0

1 მაისს,    19:00 საათზე,  გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში ჩვენმა  მოხალისე-რეპორტიორმა ლიზა ანთაძემ  წარადგინა  სიუჟეტი   თემაზე – ეკო  კლუბი ჩაქვის № 1 საჯარო სკოლიდან.

დაბა ჩაქვში არსებული ეკო კლუბი  ,,მწვანე გუშაგები“  2015 წელს ჩამოყალიბდა.  კლუბში გაწევრიანებულია 15 მოსწავლე; თუმცა, არაოფიციალურად,  კლუბის აქტივობებში  ბევრი  მოსწავლე მონაწილებს.

კლუბის მთავარი მიზანია – აქტიური მონაწილეობა ბუნების დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში; როგორიცაა – დასუფთავების აქციები, მეორადი ნარჩენებისა და მაკულატურის  შეგროვება და სხვადასხვა საგანმანათლებო და შემოქმედებითი  აქტივობა.

კლუბის  წევრები სიუჟეტში საუბრობენ:

  • მათთვის  ეკო-კლუბის  მნიშვნელობაზე;
  • ყველაზე გამორჩეულ აქტივობებზე
  • წარმატებებსა და სურვილებზე.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/1245729848929420/