დისკუსია სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში

24 აპრილს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, ხატია იაკობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ისაუბრა არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მაღალმთიანი სკოლების მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლება ნაკლებად  ხელმისაწვდომია. მათი მოსაზრებით არსებობს რამდენიმე ხელშემშლელი ფაქტორი. პირველი ის, რომ სხვადასხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები ნაკლებად არიან დაინტერესებულები და მეორე, გეოგრაფიული მდებარეობა. როგორც დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს, მათ აქვთ სურვილი დაგეგმონ და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, თუმცა  არსებული დაბრკოლებების გამო ვერ ახერხებენ. დისკუსიის  რეჟიმში სწორედ  ამ  საკითხებზე და  მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.
✅ დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.