ტურისტული მარშრუტები აჭარაში

posted in: მულტიმედია | სტატია წაკითხულია 289-ჯერ

3 მაისს, 19:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში  მოხალისე-რეპორტიორმა  მუხრან ზოიძემ წარადგინა სიუჟეტი, აჭარაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტებზე.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთდ იზრდება ვიზიტორთა მოთხოვნა მტირალას ეროვნული პარკის,მაჭახელას ეროვნული პარკისა და მახუნცეთის ჩანჩქერის მარშრუტზე,თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებობს პრობლემები,რომლებიც დისკომფორტს უქმნიან ტურისტებს.

სიუჟეტში მოისმენთ სხვადასხვა  მოსაზრებებს, მათ შორის გაიგებთ  რას  ფიქრობენ გიდები, რომელთაც ყოველწლიურად დაჰყავთ ტურისტები აღნიშნულ მარშრუტებზე; ტურისტების აზრს ნაგვის ურნების  სიმცირესთან დაკავშირებულ პრობლემაზე;  ვისაუბრებთ  ინკლუზიურ ტურიზმზე.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/442451159843433/