დისკუსია სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში

2018 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე.
დისკუსიის დასაწყისში განვიხილეთ ბავშვთა უფლებების კონვენცია, მონაწილეებმა იხილეს საინფორმაციო ვიდეო-რგოლი და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ მაგალითებზე. სამწუხაროდ უმრავლესობამ აღნიშნა,რომ ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი. დისკუსიის პროცესში ერთად განვიხილეთ ბავშვთა ჩაგვრის შესაძლო მიზეზები და გზები, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მსგავს პრობლემას.

დისკუსიის მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, პატივისცემა, სამართლიანობა და თანასწორობა.

დამატებით ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ  აქ
დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.