დისკუსია სოფელ ახალშენის №2 საჯარო სკოლაში

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 79-ჯერ

18 თებერვალს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისემ- სოფიო ქარცივაძემ  სოფელ ახალშენის №2 საჯარო სკოლაში ჩაატარა დისკუსია.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. დისკუსიაზე განიხილეს: შრომის უფლება, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება, ასევე, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. ისაუბრეს ტრადიციებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის უფლებების დაცვასა თუ მოვალეობის შესრულებაზე. შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული მაგალითები.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით