სტუდენტური დისკუსია სოფელ ჭვანაში

7 მაისს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, გურამ მგელაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ჩაატარა დისკუსია თემაზე: ცენზურა და პოლიტკორექტულობა.

პრობლემის  მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დისკუსიაზე  ვისაუბრეთ კონკრეტულად ლიტერატურისა და ცენზურის ურთიერთმიმართებაზე.  ასევე, განვიხილეთ ცენზურის სახეები და საბჭოთა მმართველობის მიერ აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები.

დისკუსია იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.