მედია დისკუსია სოფელ ხაბელაშვილებში

8 მაისს,  შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ხაბელაშვილებში გაიმართა  მედია  დისკუსია.  მასში  მონაწილეობდნენ: საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა და  რადიოს  გადაცემა “ჰეშთეგის”  წამყვანი ივანე  ბაკურაძე და  “გაზეთ  ბათუმელების” წარმომადგენელი  ნაზი  ზოსიძე.

მსგავსი შეხვედრების მიზანია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთა მოსაზრებების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა, რაზეც მედიის წარმომადგენლები შესაბამის მასალებს ამზადებენ.

ხაბელაშვილების  მაცხოვრებლებმა  სოფლის  განვითარების მათეული  ხედვა და  საჭიროებები გამოყვეს, რომელთა მოსმენაც მოკლე  ვიდეო-ჩანაწერში შეგიძლიათ.

შეხვედრის ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ  აქ

დისკუსიები იმართება  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.