მედია დისკუსია სოფელ ხარაულაში

10 მაისს,  ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში გამართულ მედია დისკუსიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა  “ჰეშთეგის”  წამყვანი  მარი ტაკიძე და “გაზეთ  ბათუმელების” წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე რამდენიმე  მნიშვნელოვანი პრობლემა და საკითხი  გამოიყო,  მათ  შორის  ერთ-ერთი  ეხება  სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე  მომუშავე მშენებლების  უხელფასოდ დატოვებას.

დისკუსიის სხვა საკითხებს  შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო- ჩანაწერში.

მედია დისკუსიები იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.