დისკუსია სოფელ ჭალაში

13 მაისს, ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, მონიკა მოლაშხია შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ისაუბრა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებას.  იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობდეს გამოსავალი მოქალაქეების თვითორგანიზება და აქტიურობაა. სწორედ ამიტომ, დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა განიხილეს ბოლო დროის მოვლენები და ამ მხრივ გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტები, ისაუბრეს პირად მაგალითებზეც, განიხილეს მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები.

დისკუსია იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.