ეკო კლუბი შუახევის საჯარო სკოლიდან

posted in: მულტიმედია | 0

22 მაისს,  19:00 საათზე,  გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ  ეთერში ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა ლიზა ანთაძემ წარადგინა სიუჟეტი  თემაზე– ეკოკლუბი შუახევის  საჯარო სკოლიდან.

შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოკლუბი ,,წინ მსწრაფველნი“ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ორი წელია, რაც ჩამოყალიბდა.  კლუბში გაწევრიანებულია 10 მოსწავლე; თუმცა, არაოფიციალურად, კლუბის აქტივობებში სკოლის მოხალისე  მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

კლუბის მთავარი მიზანია–აქტიური მონაწილეობა ბუნების დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში; როგორიცაა–დასუფთავების აქციები, მეორადი ნარჩენებისა და მაკულატურის  შეგროვება და სხვადასხვა საგანმანათლებო და შემოქმედებითი აქტივობა.

კლუბის წევრები სიუჟეტში საუბრობენ:

  • მათთვის ეკო-კლუბის მნიშვნელობაზე;
  • ყველაზე გამორჩეულ აქტივობებზე
  • მუშაობის დროს წარმოქმნილ პრობლემებზე;
  • წარმატებებსა და სურვილებზე.

გადაცემა მზადდება პროექტის“სიტვისთავისუფლებისმხარდაჭერა”ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული  ფონდის  “ეროვნული  წვლილი  დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/Mcxd_7uA0Po” width=640 height=310 ]