თვითნასწავლი მეფუტკრე

24 მაისს, გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ  ეთერში  ჩვენმა მოხალისე-რეპორტიორმა  ლიზა ანთაძემ  წარადგინა  სიუჟეტი თემაზე – თვითნასწავლი მეფუტკრე.

სიუჟეტში თქვენ იხილავთ თვითნასწავლ მეფუტკრეს – გელა ხინიკაძეს, რომელსაც  ამ საქმისადმი  ინტერესი 17 წლის ასაკიდან გაუჩნდა. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა ის მაინც დიდი მოტივაციითა და მონდომებით ართმევს თავს მის საყვარელ საქმიანობას.

ფუტკარი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, სოფელ ზერაბოსელში ჰყავს. ერთი ოჯახით დაიწყო, მაგრამ ამჟამად ასი ჰყავს.   თავისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს და ამ სფეროთი დაინტერესებულებს რჩევასაც კი აძლევს.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.