დისკუსია ჭარნალის საჯარო სკოლაში

21 მაისს, “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სტუდენტური დისკუსია ჩატარდა. შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც ჩვენი მოხალისე მონიკა მოლაშხია უძღვებოდა.

დისკუსიის მომხსენებელმა ისაუბრა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, მის საჭიროებასა და სარგებელზე. განიხილა სხვადასხვა ფილოსოფოსის მოსაზრება. მონაწილეებმა გაიხსენეს ფაქტები, რომლებმაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ქართული საზოგადოება გააერთიანა, აგრეთვე ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც სხვადასხვა თემაზე თავიანთი ქმედებებით საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.

დისკუსია იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.