მედია დისკუსია სოფელ ზედა ჩხუტუნეთში

22 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აჭარის ტელევიზიისა და “ბათუმელების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არაერთი პრობლემა, მოსაზრება და შეხედულება გაგვიზიარეს. ვისაუბრეთ სოციალურ პირობებზე, ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდების პრობლემებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაზე, სკოლის სტატუსზე, ბიბლიოთეკასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მომზადდება შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი და ბეჭდვური ვერსია.

შეხვედრები იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.