ინტერმუნიციპალური დისკუსია ფოთის №6 სკოლაში

5 ივნისს, “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ქალაქ ფოთში კიდევ ერთი ინტერმუნიციპალური დისკუსია გაიმართა. №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის თემაზე ვესაუბრეთ. დისკუსიის ფორმატში ვიმსჯელეთ თუ რა გზებით შეიძლება გააკეთონ ახალგაზრდებმა ინფორმირებული არჩევანი, განვიხილეთ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები, სტერეოტიპები და უცხო ქვეყნების მაგალითები.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”(NED).