საინფორმაციო კამპანია “გაეცანი ეტიკეტს”

9 ივნისს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო კამპანია სურსათის ეტიკეტირების თემაზე.
ევროკლუბის მოხალისეებთან ერთად მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციების შესახებ.

საინფორმაციო კამპანია მოიცავდა მუსიკალურ პერფომანსსა და ვიქტორინას. მოქალაქეებს სიმბოლური საჩუქრები და სუვენირები გადაეცათ.

კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე.

„ევროკლუბი“ აერთიანებს ბათუმის №1 საჯარო სკოლის მე-9-10-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც თანატოლებსა და მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას ევროინტეგრაციის შესახებ, აგრეთვე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაზე.

 

აქტივობა გაიმართა პროექტის ფარგლებში “ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით”. მისი მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”.

პროექტის პარტიორია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლა.

#იყავიინფორმირებული #გაეცანიეტიკეტს