დისკუსია თემაზე ბავშვთა შრომა

19 ივნისს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში გაიმართა დისკუსია თემაზე: ბავშვთა შრომა. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა ილონა დიასამიძემ, საიას იურისტ-კონსულტანტმა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხზებზე:

-რა უნდა გაითვალისწინონ სამსახურის ძიებისას;

-რა საფრთხეები ახლავს ბავშვთა შრომას;

-როგორ იცავს არასრულწოვნების დასაქმებას კანონი;

შეხვედრაზე გაიმართა ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტის ჩვენება, რომელიც ასახავს რა რეალობაა აჭარაში ბავშვთა შრომის მხრივ.

ვისაუბრეთ რისკებზე, საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე.

დისკუსია გაიმართა “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”(NED) დაფინანსებით.