დისკუსია:პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება

24 ივნისს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე:პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება. შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” რეგიონალური ოფისების მენეჯერი.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროტესტის, როგორც რაიმე მოვლენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის ფორმაზე. როგორ შეიძლება წარმოიშვას ის საზოგადოებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი გამოხატვის თავისუფლება.

მომხსენებელმა ჩვენი ქვეყნის წარსულში მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის, აქციების მაგალითებზე განიხილა ის საფრთხეები რაც მნიშვნელოვანია მონაწილეებმა იცოდნენ და გაითვალისწინონ.

მიმდინარე დღეებში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო, გვემსჯელა რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ მოსაზრებების მსგავსი ფორმით გამოხატვის დროს.

დისკუსია გაიმართა პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის”(NED).