21 ოქტომბერი, 11.00 საათი-დისკუსია პრესკაფეში

posted in: დისკუსია | 0

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ბათუმში საჯარო დისკუსიები გამართეს2011 წლის 21 ოქტომბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ბათუმში, პრეს კაფეში, საჯარო დისკუსია გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ამ მიმართულებით იგეგმება მუშაობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავენ.
შეხვედრა გადაიცა ლაივსტრიმის მეშვეობით
დრო: პარასკევი, 21 ოქტომბერი, 11 საათი
ადგილი: ბათუმი, პრეს-კაფე