დისკუსია სოფელ კვირიკეს მე-2 საჯარო სკოლაში

19 აპრილს სოფელ კვირიკეს მე-2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა დისკუსია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით. მას მოხალისე- გუგა მგელაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს: სიძულვილის ენა, როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მახინჯ ფორმებს იღებს ქართულ კულტურაში, მათ შორის ისეთ სექტორში, როგორიცაა: პოლიტიკა, რელიგია და სოციალური ქსელი.

ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ საკითხის ანალიზი, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და მასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა იყო. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.