საჯარო დისკუსია გარემოს დაცვის თემაზე

საჯარო დისკუსია გარემოს დაცვის თემაზე

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 131-ჯერ

26 ივნისს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია გარემოს დაცვის თემაზე. დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო მანანა ქოჩლაძე, ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის – „მწვანე ალტერნატივა“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ – გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიან და გრძელვადიან პრიორიტეტებზე; ისაუბრა როგორც ზოგად ისე რეფორმირების პრობლემებზე:

ვერ შესრულებულ ვალდებულებებზე;

2019 წლის სამოქმედო გეგმაში გამორჩენილ აქტივობებზე;

საქართველოს წიაღის სექტორის პოლიტიკაზე;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და მესამე ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის (2017-2021) მიხედვით შესასრულებელი ქმედებებსა და პროგრესზე;

ტყის კოდექსის მიღებასა და მასთან დაკავშირებული პრობლემებზე;

ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; მონაწილეებმა ასევე მოისმინეს რა რეალობა გვაქვს ნარჩენებების მართვის, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილებებისა და ჰესების მშენებლობის მხრივ, გაეცნენ ევროკავშირის პარლამენტის რეკომენდაციებს.

აქტივობა გაიმართა პროექტის “ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს”(OSGF) მხარდაჭერით.