საჯარო დისკუსია – შრომის უსაფრთხოება

2019 წლის 10 ივლისს,  15:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში  გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: შრომის  უსაფრთხოება.  

დისკუსიის  მიზანი იყო  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და  ინფორმაციის  გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთის მხრივ, მუშაობენ შრომის  უსაფრთხოების თემაზე, მეორეს მხრივ კი თავად არიან ბენეფიციარები.

დისკუსიაზე, მოწვეულმა მომხსენებელმა ისაუბრა ქვეყანაში შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ  პოლიტიკაზე,  პრაქტიკასა და მიდგომებზე,  როგორია რეალობა და რა საჭიროებების  წინაშეა აღნიშნული სფერო.

მონაწილეებმა   მიიღეს ინფორმაცია   ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე, კერძოდ ევროკავშირის გამოცდილების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ შრომის უსაფრთხოების სფეროში.

შეხვედრის ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ  აქ 

 დისკუსია  გაიმართა პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. დისკუსიაზე   გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: batumiijh@gmail.com
ასლან ჭანიძე – მობ:593 30 71 55;
მარიკა ზაქარაძე – მობ: 557 99 33 32