ქობულეთში მცხოვრები ბოშები – გადაცემა #1

posted in: მულტიკულტურა | სტატია წაკითხულია 49-ჯერ

31 ივლისს 19:00 საათზე, გადაცემა ჰეშთეგისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ერთობლივი პროექტის“ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა”ფარგლებში,გავიდა გადაცემა იმის შესახებ თუ რა ტიპის ყოველდღიური ბარიერები ექმნებათ ქობულეთში მცხოვრებ ბოშებს დასაქმების, განვითარებისა და განათლების მიღების პროცესში;

მაყურებელმა გაიცნო მუსიკალური ბენდი „მიქსი“, რომლის წევრებიც ხელოვნების გზით ცდილობენ საზოგადოებამდე საკუთარი სათქმელის მიტანას.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/482528625898091/

პროექტის მიზანია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბოშათა უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები თვეში ერთხელ მულტიმედია ფორმატში  მოამზადებენ სტატიების ციკლს ბოშების წინაშე არსებული პრობელემების შესახებ და მათ კულტურულ თავისებურებებზე, სულ პროექტის ფარგლებში მომზადდება 5  სტატია, რომელიც განთავსდება  ვებ-გვერდზე www.batumelebi.ge და netgazeti.ge.
  •  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგის“ 5 პირდაპირი სატელევიზიო ეთერი დაეთმობა ბოშების თემატიკას.  გადაცემა ,,ჰეშთეგში”, გადაცემის წამყვანები  პირდაპირ ეთერში სტუმართან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს, რაც ბოშების წინაშე მდგარი პრობლემების ამსახველი იქნება.

 

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.