კონკურსი მოხალისეების შესარჩევად

კონკურსი მოხალისეების შესარჩევად

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 305-ჯერ

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს  ახალგაზრდულ  გადაცემათა  ციკლის მომზადებას აჭარის რეგიონში და აცხადებს კონკურსს მოხალისეების შესარჩევად.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პროფესიონალ ჟურნალისტებთან ერთად დაგეგმოთ და მოამზადოთ გადაცემა აქტუალურ თემებზე, გადაიღოთ სიუჟეტები და ჩაწეროთ ინტერვიუები საინტერესო ადამიანებთან.

 

შერჩეული მონაწილეები გაივლიან მოსამზადებელ კურსს, რომელსაც  ზვიად  ქორიძე უხელმძღვანელებს.

ზვიად  ქორიძე  2019 წლის  აგვისტოს  თვიდან შემოუერთდა „თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლს“. 2011–2013 წლებში ის  ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია.  

კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია  16-დან 25  წლამდე ახალგაზრდებს.

 

მონაწილეობის  მსურველებმა   ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com 2019 წლის 10 სექტემბერის ჩათვლით მოგვაწოდეთ   რეზიუმე (CV) და სამოტივაციო  წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა).

მოხალისეები შეირჩევიან  გასაუბრების  შემდეგ.

კონკურსი ცხადდება პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომლის  მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული  წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით: 557 99 33 32;  592  592 424;