საქველმოქმედო აქცია

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინიციატივით დაიწყო კამპანია  ერთ ოჯახში მცხოვრები 12 ბავშვის მხარდასაჭერად. 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ, ამიტომ ბავშვები 16 სექტემბერს სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ. ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან და შემდეგ კლასებში სწავლობენ: მე-2, მე-3, მე-6, მე-8, მე-9.

16 სექტემბრს თითოეულ მოსწავლეს გადავეცით  საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე  მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა 150 ლარი, რომელიც დარიკო მელამედოვას 17 სულიან ოჯახს გადაეცა.