23 ოქტომბერი, 17.00 საათი, დისკუსია ჰიდრო-პროექტები და მათი ზემოქმედება გარემოებაზე

posted in: დისკუსია | 0

23 ოქტომბერს, პრესკაფეში ასოციაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა ჩაატარა დისკუსია თემაზე – ,,ახალი ჰიდროპროექტები და წყალსაცავების ზემოქმედება გარემოზე’’ .სადისკუსიო თემა განიხილეს:
დავით ჭიპაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორი.
გიორგი მეტრეველი – კლიმატის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ეკატერინე ბახტაძე – აჭარის ეკონომიკის სამინიტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ : ჟურნალისტები, ექსპერტები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ეკოლოგიის სფეროში დასაქმებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია ,,გაზეთ ბათუმელების’’ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძემ.
დისკუსიაზე დასწრება შეზღუდული იყო. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დისკუსიას თვალი ედევნა პირდაპირ ეთერში ინტერნეტში მისამართზე: presscafe.ge. ან/და netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (presscafe.batumi).
დისკუსიის არასრული ვერსია გადაიცა ტელეარხი 25-ის ეთერით და გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში“’.
დისკუსია გაგრძელდა 19:00 საათამდე. მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში’. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.
პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძეს – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქრეიგ შვინკს – 591 406094 ( მშვიდობის კორპუსის მოხალისე )

აშენდეს თუ არ აშენდეს