ბოშათა პირველი ბენდი

ათი წლის წინ, ქობულეთში, გელაურის უბანში, გიტარის მასწავლებელმა ნიკოლოზ ალიმოვმა მუსიკით დაინტერესებული ახალგაზრდები შეკრიბა და საქართველოში ბოშათა პირველი ბენდი შექმნა. ბენდი დღეისათვის დაშლის პირასაა. არ აქვთ კარგი აპარატურა, აღარც კონცერტებზე გამოდიან, თუმცა მათთვის მუსიკა მაინც პირველ ადგილას დგას.
ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის ერთ ოთახში მათი სარეპეტიციოა მოწყობილი. სადაც პერიოდულად იკრიბებიან და უკრავენ.

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.