ბოშათა ყოველდღიური ბარიერები

26 სექტემბერს, 19:00  საათზე, გადაცემა “ჰეშთეგში”  გავიდა  სიუჟეტი მარიშკას შესახებ. მარიშკა სტილისტობას სწავლობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში. სურს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად იყოს ჩართული და სწავლა-დასაქმების გზით ფინანსურ დამოუკიდებლობასაც მიაღწიოს.

მარიშკა ბოშაა, შესაბამისად, სხვა – ყოველდღიურ ბარიერებთან ერთად მას ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესების გავლა-გადალახვაც უხდება.

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.