ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა

ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა

posted in: მულტიკულტურა | სტატია წაკითხულია 15-ჯერ

ბოშები არათუ საკმარისად, საერთოდ არ არიან ინტეგრირებულნი. ზოგადად, სხვადასხვა თემისა თუ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანაბარი პასუხისმგებლობა მგონია. ერთმა მატერიალური პირობები უნდა შეუქმნას, მეორემ – სოლიდარობა გამოიჩინოს და მიიღოს.

სტიგმები და სტერეოტიპები ერთსა და იმავე მორევში ატრიალებს აღნიშნულ ჯგუფს და ისევ უბიძგებს თავადაც ამ სტერეოტიპების (ქურდები, მათხოვრები, მჩხიბავები) მიმართულებით იმოძრაონ, რადგან საზოგადოებაში არ რჩება სხვა, ჯანსაღი სივრცე მათი აქტორობისთვის.

ვიფიქროთ ასეთ პრობლემურ ჯგუფებზე, მივცეთ მათ საზოგადოებრივი საქმიანობის სივრცე, სახელმწიფომ იზრუნოს მათ განათლებასა და დასაქმებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მათდამი სტიგმური დამოკიდებულების გაქრობა და შემდეგ, ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა, დახმარების ხელის გაწვდენა, მათი დაბრუნება საზოგადოებრივ წიაღში.

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.