ტრენინგი –  ნარჩენების ეფექტიანი მართვა

ტრენინგი – ნარჩენების ეფექტიანი მართვა

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 112-ჯერ

12 -13 ოქტომბერს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში”, ეკოკლუბისა და ევროკლუბის მონაწილეებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: ნარჩენების ეფექტური მართვა და სეპარირება.

შეხვედრებს უძღვებოდა ტრენერი – ინგა შავაძე.

✅ მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები და გამოწვევები, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, რეციკლირება და ნარჩენების არაეფექტური მართვით გამოწვეული ზიანი.

🔵 გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოება რთული გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა ეფექტური გზების პოვნა ნარჩენების შემცირებისა და მათი ეფექტური მართვისთვის.

🔍 ტრენინგის მონაწილეები, ქ. ბათუმის 10 სხვადასხვა საჯარო სკოლაში, ნარჩენების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით თანატოლთა ტრენინგებს ჩაატარებენ.

ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ 

👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.