დისკუსია №1 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს სტუდენტურ დისკუსიათა ციკლს.

2019-2020 წლების ძირითადი თემა ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება.

პირველი შეხვედრა 15 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. მას ორგანიზაციის მოხალისე – მონიკა მოლაშხია უძღვებოდა.

📌 შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

🔵 განვიხილეთ მიზანმიმართული დეზინფორმაციის მაგალითები და ვისმჯელეთ რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი. მონაწილეებს ასევე გავაცანით ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზები.

✅ შეხვედრა ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

👉 პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.

შეხვედრის ფოტო-მასალა იხილეთ აქ