დისკუსია №2 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

დისკუსია №2 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 79-ჯერ

📣 “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს სტუდენტურ დისკუსიათა ციკლს. დისკუსია თემაზე – “ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა” 28 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოს საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას ორგანიზაციის მოხალისე – ზეინაბ შავაძე უძღვებოდა. 📌 მონაწილეობას ამავე სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

🔵 განვიხილეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები. მონაწილეებს გავაცანით კვლევა, რომელშიც საუბარია ძირითად ყალბ ინფორმაციაზე. ვისმჯელეთ, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი. მონაწილეებს ასევე გავაცანით ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზები.

✅ შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

👉 პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით